17 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2026
დარიას გაუმარჯოს შორეული ნიუ იორკის 5th Ave. დან სადაც სულ მალე წმ. პატრიკის პარადი დაიწყება ჯერ 10 საათია დილის მაგრამ როცა ირლანდიელი ცოლი გყავს სმას დრო არა აქვს რაც საკმაოდ კომფორტულია. გაუმარჯოს <3
17 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2026
დღეს ჩემი დარიას დაბადების დღეა 17 მარტს 2008 წლის ღამე გაჩნდა ის და მას დავარქი "ღვთის საჩუქარი" როგორც უფლისგან ნიშანი გადარჩენის. იმ უმძიმესი ცხოვრების და მძიმე წლების მერე რომელსაც ერქვა ალტერნატიული მუსიკით და ცხოვრების სტილით ცხოვრება და გზის კვლევა იმ დროინდელ "ქართულ საზოგადოებაში" სადაც ამოცანა იყო არამც თუ უბრალოდ სახის შენარჩუნება არამედ უბრალოდ გადარჩენა მათთან უთანასწორო ომში, რომლის შედეგები იყო ფატალური. ღრმა დეპრესიები თუ დაუნდობელი ბრძოლები კრიმინალურ საზოგადოებსათან, მათი მოულოდნელი ბინძური შეტევების მოგერიებისთვის მუდამ მზად ყოფნა და პლიუს ამ უსაფუძვლოდ ამბიციურ გაიძვერებში ყველაზე ამაღლებული ცივილიზაციის დროშით უკომპრომისოთ სიარული წინ. სწორედ დარიამ დამიბრუნა ძალა არსებობის და რწმენა საკუთარი თავის მაგ ქვეყანაში და ხალხში რისთვისაც დიდი მადლობა ჩემო დარია შენ. გაგიმარჯოს და დიდება უაფალო შენ ამ ლამაზი განცდებისთვის <3 პ.ს. სწორედ აქ ამირიკაში რამოდენიმე დღის უკან გავიგე რომ თურმე დარიას დაბ დღე და წმინდა პატრიკის დღე ერთიდა იგივე 17 მარტს ყოფილა და კიდევ ერთხელ გაგიმარჯოს
16 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2026
ხიდი რომელიც ჩვენს უკან არის მანჰეტენზე, თურმე ეს ის ხიდი ყოფილა დაიანას მამა რო მეუბნებოდა ბაბუაჩემის აშენებულიაო. ჩვენ კი გუშინდელი გადაღებების მერე ძალებს ვიკრიფთ ხვალინდელი St. Patrick - ის ირლანდიული ღრეობის წინ თან როცა მეუღლე ირლანდიელი გყავს ეს უფრო ამძაფრებს ამ ივენთის შინაარს.. ჰაჰაჰა როკ' ნ' როლ ბეიბი
14 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2026
14 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2026
და აი ეს გადაღებებიც დაგვეწყო ვიდეო სიმღერზე "ნუ შეეცდები გაუგო მათ" დუეტი ია მანიჟკასთან ერთად რაღაც ფოტოებსაც დავდებთ უშაოლოდ გადაღებებიდან
8 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2026
სასიხარულო ამბავი ჩემმა ოქროყანის ეზოდან წამოღებულმა და ლონგ აილენდის ეზოში დარგულმა ჩემმა საყვარელმა და რჩეულმა წითელი ვარდის ტოტებმა ყველამ გაიხარეს ამ საშინელი ნიუ იორკული ყინვების მიუხედავად. პლასტმასის ბოთლები გაუკეთე სათბურად და 4 თვის მერე მოვხსენი და ვნახე რომ გაამართლა ნაღდათ არ მოველოდი ისეთი ყინვები და თოვლი იყო მხოლოდ ეხლა გახდა შესაძლებელი მიახლოება და ნახვა. 3 თვეზე მეტი თოვლში იყვნე ჩაფლულნი და არც მოჩანდნენ. ამერიკული ტუიას ხეებიც ყველა გადარჩა ახლებიც ვიყიდეთ რო დავამატოთ ჩვენს წინა და უკანა ეზოებს. იანვარი თებერვალი და აი გაზაფხულის შეხვედრის ტკბილი წამიც. იაჰუუუ <3