21 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2026
ლონგ აილენდიდან უყურებდი საქართველოში ჩემი პატრიარქის პანაშვიდს მობილურში ბუხრის მაგიური ცეცხლის წინ და ვისკის სიყვარულში
დაიანას ჩაეძინა ჩემს მუხლებზე
მე კი უცებ რატომღაც ეს ჩემი ცხოვრების ერთ ერთი ყველაზე საბედისწერო და უცნაური ეპიზოდი გამახსენდა.
ბერლინიდან ჩამოვედი 1992 წლის სექტემბერი იყო ნიკ ქეივი გუტრუნ გუტი ბარბარა მორგენშტაინის და ლიდია ლანჩის ივენთების და ამის მნახველი ბერლინში გაოგნებული შალვა ხახანაშვილის და ქეთი ჩაჩიბაიას სიტყვების "აქედან იქ როგორ მიდიხარ გიჟი ხარ?"- ს მერე..
აქ მართლა სხვა მკვლელი რეალობა დამხვდა.
აფხაზეთი დავკარგეთ მტერი თბილისზე მოდის მე და თეჯიკო ვართ სახლში მარტო ჩავრთე ტვ და ტელევიზორში ის ფილმი ვნახე პირველად მამაჩემს რო მოკლავენ მაგრამ დროშას რო ვერ ართმევენ ლეკები..
მერე გარეთ გავედი ინსტიქტურად ჰაერი არ მყოფნიდა ძლიერი კულტურული შოკის გარდა იყო სტრესი ჯოჯოხეთური და მომესმა უცებ ქაშვეთიდან "ჩემო კარგო ქვეყანა"- ს მღეროდა რომელიღაც ვაჟთა გუნდი არაჩვეულებრივი სევდით და სასწაული ხმით
რო დაუგდე ყური ეს იყო ციდან მომღრალი ანგელოზები
ირგვლივ ღვთიური სითბო და ნათელი იდგა
და ავივსე რწმენით იმედით და სიხარულით ეს იყო ნიშანი რომ საქართველოს ვერასდროს ვერავინ ვერ მოერევა.
საქართველო გავს ნაძვს დიდთოვლობის დროს რო შეგაშინებს არ გადატყდესო მერე კი უცებ პატარა ნიავზე დაიბერტყავს ზამთრის თოვლს და ისევ წიწკვივთ ხდება ძველებურად ეშხიანი და ლამაზი.
<3
P.S. და ეს სწორედ ეგ დროა წიბახა შეგვხდა ქუჩაში ირაკლის რომ ველაპარაკებოდი რო ჩემთან კლავიშებზე დაკვრას ჯობია შენი საკუთარი ალბომის შექმნაში დაგეხმარებითქო და ასე შეიქმნა ჩემი და ჩემი ჯგუფი "რეცეპტი"- ს დახმარებით ალბომი "სვან სონგი" 1993 წელს
სოლოლაკი თავისუფლების მოედანი სექტემბერი 1992 წ.
ფოტო: წიბახასი