FEBRUARY 3, 2025
სადღაც კარპატებში. შუაში კაცი კი იმ სოფლის მაცხოვრებელია გახარებულია რადგან ნოემბერში დაპატიჟა თავისთან მეგობარაი თავის გამოხდილი სამაგონის დასალევად ის კი მოულოდნელად სმის დროს გარდაიცვალა და იმ ღამესვე მოსულა დიდი თოვლი და მხოლოდ აპრილში შეძლო გარეთ გამოსვლა და ცხედრის გადასვენება მის ოჯახში. 6 თვემდე მიცვალებულ მეგობართან ერთად ცხოვრობდა თავის ხატაში მარტო და თავის გამოხდილ მკვლელ სამაგონთან ერთად. რას შვებოდითქო მთელი ამ ხნის მანძილზე?! - როცა შევეკითხე მიპასუხა - ვსვამდი ჩემს სამაგონს და მეგობარს ველაპარაკებოდიო. და ჩვენც გადავწყვიტეთ გაგვესინჯა ეს მაგიური მისი სამაგონი რის შემდეგეაც ეს ფოტოც დაფიქსირდა პრიატნი მესტნი "ზოლუშკას" მიერ. მარჯვნიდან: თქვენი მონა მორჩილი მე , მთავარი გმირი სახელი აღარ მახსოვს და მამონოვის დრამერი "ზვუკი მუ"-დან ალეგას ვეძახდი რადგან ჩემს მეგობარ ალეგა ტიმჩენკოს ერთი ერთში გავდა ტყუპის ცალივით ივნისი. კარპატები 2001 წელი
JANUARY 28, 2025
დღეს კი შეხვედრა გვაქვს 178 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან 80/90 ალტერნატიული მუსიკა მოძრაობაზე.
JANUARY 26, 2025
2011 წლის 20 ივნისი პრაღა ადგილობრივ ჩეხური ლუდის ბარში ჩემი კონცერტის წინ მე და ფლანა შერიდანი (ორგანიზატორი) ფლანა ჩემი ცხოვრებით აღფრთოვანებული ამერიკელი მუსიკოსია ვინც დამპატიჟა ვილიამთან ერთად პრაღაში და ორივე გაკვირვებული მეკითხებოდნენ: - ერთ ცხოვრებაში ამდენი როგორ მოასწარი? და ეს ჯერ კიდევ 2011 წლის ივნისი იყო. ერთ ერთი ყველაზე ჩემს მიერ ჩატარებული შთამბეჭდავი კონცერტი იყო ეს კონცერტი პრაღაში კონცერტის მერე იყო ინტერვიუ რადიო "თავისუფლებაზე" ჩემთვის ყოველთვის ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ გპატიჟებს როგორ გაფასებს და როგორ ემოციებს გჩუქნის გაგვიმარჯოს
JANUARY 24, 2025
ჩვენი ტაფიკო მოულოდნელად გარდაგვეცვალა და დაგვიტოვა 8 წელი სიყვარულის მხიარულების და ერთგულების რასაც ვთხოვდი ადამიანებს ის მან მანახა რომ არსებობს უპირობო ერთგულება და სიყვარული მადლობა ჩემო ტაფიკო ჩემს ხელში გაზრდილო პატარა სიყვარულო ეს ერთგულების 8 წელი არ ვაპირებდი სტატუსის დაწერას მაგრამ ჩემმა თეჯიკომ ისეთი ლამაზი ფოტო გააკეთა ჩვენს ტაფიკოზე რომ გადავწყვიტე მაინც დამედო აქ მადლობა ჩვენო ტაფიკო ყველაფრისთვის <3
JANUARY 23, 2025
JANUARY 17, 2025
ყველა დეპრესიაშია ყველა ელის სასწაულს ყველას ჯერავს რომ მისი როლი ამ მსოფლიოში მთავარია და განუმეორებელი არადა სასწაული უკვე მოხდა შენ გაჩნდი ამ უფლის მიერ შექმნილ მსოფლიოში ყველა მიზეზია ირგვლივ იმისთვის რომ იყო ან ბედნიერი ან უბედური და თუ უფალმა იცის შენი თმის რაოდენობა შენს თავზე რათქმა უნდა შენი მნიშვნელობა უკვე გაცხადებულია უბრალოდ გახსოვდეს წვეული ბევრია რჩეული კი ცოტა რის გამოც შენც მოგეთხოვება სწორე არჩევანის გაკეთება რომელსაც ერქმევა შენი ცხოვრება ან ბედნიერი ან უბედური. უფალს დიდება <3