MARCH 8, 2025
და თქვენ გონიათ დასრულდა გუშინდელი დღე ნო ნო ნო დღეს ფრენცისის დედის დაბ დღეა და ველოდებით უკვე ჩაბუჟბუჟებულები და ბედნიერები უამრავ სტუმარს ყველას ნელ ნელა დავდებთ როგორ განვითარდება ჩვენი ლამაზი გაზაფხულის ეს ლამაზი დედების სიყვარულში ივენთი უფალმა ამყოფოს მათი სულები ნათელში და ჩვენ კი გაგვიმარჯოს <3 პს ეს უზბეკურ ნამდვილ პლოვს გვიკეთებს დათო თავის სპეც ბუხარზე აქეთ კი ჩვენსაზე მწვადებისთვის ვამზადებთ ცეცხლს
MARCH 7, 2025
დღეს დედაჩემის გარდაცვალების წლისთავია და ყველაფერი დავგეგმეთ როგორც ამას ჩვენი ოჯახის შაბათის შეკრება ივენთებზე ვშვებოდით და როგორც მას ეს უხაროდა ხინკალ ფართი შაშლიკ ფართი კოცონ ფართი ჩვენი სიმღერების ფონზე (მამაჩემი მე ბაკურის mp3) და ოჯახის ახლობლები უფალს დიდება ❤️ ჩვენი ივენთი კი ასე გამოიყურება დილიდან: 1. მამა ტიმოთეს პანაშვიდი ჯვარის მამის ტაძარში ოჯახთან ერთად 2. ფრენცისის საჩუქარი 3. მე და ფრენცისი ველოდებით სტუმრებს გოგოები კი ჩემს მოზელილ ცომს ხინკლისთვის ამზადებენ 4. ნელა ნელა ივსება სუფრა ჩვენი ახლობლებით 5. ძველი ძმა გოჩა მეუღლითურთ 6. ჩემი შვილები თავის თაობით ბაკურის მ
FEBRUARY 26, 2025
ჩვენი საგაზაფხულო საჩუქარი: სამ ამ გვერდის ყველაზე აქტიურ ვარდების მოყვარულ მომხმარებელს ვჩუქნით აი ამ ახალ გამოყვანილ ვარდის ნერგს ჩვენი ვარდის ისტორია: ვარდი ჩემი შემოქმედებითი სიმბოლოა 80-იანებიდან აი ამ ვარდს კი ვეძებდი 10 წელი 4ჯერ ყვავის და ხარობს აპრილიდან დეკემბრამდე სუნი აქვს ქართული მურაბის ვარდის ვიპოვე სადღაც აჭარის მაღალმთიან სოფელში და იმის შემდეგ გამომყავს მისი ნერგები.
FEBRUARY 24, 2025
ჩემო საყვარელო ქალიშვილო ჩემო ულამაზესო და უკეთილშობილესო თეჯიკო გილოცავ ამ ლამაზ დღეს შენი გაჩენის რომელიც დეტალებში დღემდე მახსოვს გისურვებ ბედნიერებას და ჯანმრთელობას შენ შენს საყვარელ ერთგულ და ლამაზ ოჯახთან ერთად. უფალი გფარავდეთ გილოცავ გაგიმარჯოს
FEBRUARY 23, 2025
ჩვენ ვმუშაობთ ახალ პროექტზე წარსადგენად ევროკავშირის გრანტზე პროექტის სახელია "ფაბრიკა 1993" რომელიც გეგმავს 33 წლის მერე ახალი ძალებით და ევროპული მაშტაბებით ფუნქციონირების აღდგენას ქ. ქუთაისში ეს იქნება ერთერთი ყველაზე მაშტაბური და რეალური პროექტი ქვეყანაში ახალი მშობლიური სივრცე არტისტებისთვის და ინკუპატორი ახალი არტისტული ხედვების განხორციელების რისი გამოცდილებაც ყველაზე დიდი და რეზულტატური მაქვს არა მარტო საქართველოში არამედ მთლიან კავკასიაში იხ. caucasusmusic.com მისი მშენებლობა ჯერ კიდევ 90ბის დასაწყისში დავიწყე არარსებულ დანგრეულ დამარცხებულ ქვეყანაში კრიმინალურ საზოგადოებაში, უფულოდ და შიშველი ენთუზიაზმით იმ დროინდელი მთავრობის თუ კრიმინალური საზოგადოების ნების წინააღმდეგ რამაც რეალურად გადაარჩინა თაობები და გახდა ჩემი მოძრაობა ხიდი სიბნელის კრიმინალის ბოროტების და ცივილიზაციის შორის. შექმნა ახალი სახელები აზროვნება და თაობები რამაც რეალურად გამოიყვანა მენტალური კრიზისიდან ქვეყანა და საზოგადოა. პროექტი იქნება აგრეთვე ორიენტირებული დასავლეთ საქართველოს კულტურული პოლიტიკის გამოცოცხლებაზე, კულტურული ცხოვრების დეცენტრალიზაციაზე და ჩვენი პირადი კონტაქტებით თუ გამოცდილებით მისთვის ევროპის კულტურულ ინფრასტრუქტურაში აქტიური და ეფექტური როლის მინიჭებაზე. სულ მალე ამ მიზნით ვეწვევით ქუთაისს ხოლო ეს კი ჩვენი დოკუმენტალური ფილმი ჩვენი გამოცდილების და შედეგების შესახებ ჯერ კიდევ იმ ბნელ 1993 წელს საქართველოში.
FEBRUARY 18, 2025
კავკასიის მუსიკალური დაჯილდიება ფენიქსი 25 ფენიქსი არის არტისტული არაკომერციული მცირებიუჯეტიანი პროექტი. რომელიც სათავეს იღებს კავკასიის როკ ფერსტივალიდან 1995 წელი 2012 წლიდან კი შეცვლილი და ადაპტირებული ინტერნეტ ფორმატით ყოველწლიუდარ ვაჯილდოებთ 6 კავკასიურ არტისტს / ჯგუფს 6 ნომინაციაში. 1. ჩვენ შევქმენით კავკასიის მუსიკოსთა მონაცემთა ბაზა 2. შევქმენით პირველი კავკასიური მუსიკალური ინტერნეტ არხი 3. შევქმენით სტაბილური კავაკსიის ერთაინი მუსიკალური სცენა სადაც ერთად გამოდიან კონფლიქტური ზონებიდან მუსიკოსები ეცნობიან ერთამნეთის შემოქმედებას იწვევენ ერთმანეთს და ქმნიან ერთობლივ პროექტებს. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ახალი კავკასია ახალი შესაძლებლობები caucasusmusic.com