ᲚᲐᲓᲝᲡ ᲙᲘᲓᲝᲑᲐᲜᲘ - ᲛᲐᲠᲒᲝ ᲙᲝᲠᲐᲑᲚᲔᲕᲐᲡ ᲞᲔᲠᲤᲝᲠᲛᲐᲜᲡᲘᲡ ᲗᲔᲐᲢᲠᲘ 1998 Წ.
მენტალური რევოლუცია საქართველოში 80/90
ქართული ალტერნატიული მუსიკა/მოძრაობის ისტორიის სახელმძღვანელო.

https://www.facebook.com/profile.php?id=100052099099521
https://www.youtube.com/channel/UCehVx1zJmkOMciQFj7g1o-Q
https://www.instagram.com/emperor.ge?igsh=MWYwZTV5ZGMxN3BocQ==

თბილისი ანდერგრაუნდი 80/90

ავტობიოგრაფიული სერიალი - მენტალური რევოლუცია
3 სეზონი - ლადოს კიდობანი
ზღაპარი # 8 - მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი.
“ომ მანი პადმე ჰუმ“
სოლოლაკი 1999 წ.

მარგოს პერფორმანსის თეატრი
მარგინალური ალტერნატიული რეგიონალური გართობის ორგანიზაცია 

მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი დაარსდა1994 წელს თბილისში. 1996 წელს კომპანიის ვორკშოპები წარმოდგენილი იქნა: ქეპიტოლ სითი პლეიჰაუზში(ოსტინი, ტეხასი), ჰეფი გალერიში (ბელგრადი, იუგოსლავია). 1997-99 წლებში თეატრი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო ბალეტის სკოლაში. 1999 წლიდან თეატრის სამუშაო პლატფორმა წარმოდგენილი იქნა ნიუ-იორკის თეატრებში: Collective:Unconscious, Here Arts, Theater Et Al, Chocolate Factory. 2002 წელს თეატრის კოლექტივმა მოწვევა მიიღო მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკის საერთაშორისო ფრინჯ ფესტივალზე. 

2008 წელს მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ბაზაზე. 2009-2013 წლებში კომპანია პერიოდულად უძღვებოდა სახელოსნოს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 2015 წელს ნიუ-იორკის საერთაშორისო კულტურის ლაბორატორიამ მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრთან თანამშრომლობის შედეგად დააფუძნა თანამედროვე ექსპერიმენტიული და ფიზიკური თეატრის ყოველწლიური ფესტივალი “კონი აილენდის რიტუალური კაბარე“. 

2020 წლიდან მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი მუშაობას აგრძელებს საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. 

მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი მუშაობს რელატივისტური სინთეტიკის პლატფორმაზე. ის იღებს საგნებს, ახდენს მათ დეკონსტრუირებას და ტვირთავს მათ სრულიად ახალი, რეციკლირებული და თავისუფალი შინაარსებით. თეატრის ჯგუფი მიმართავს კარნავალიზმისა და დიალოგის მეთოდს სხეულისა და გონების სიახლოვის მისაღწევად, მოქმედებისა და ტექსტის ურთიერთშეღწევისათვის, და ზოგჯერ ერთდროულად იყენებს ორ საპირისპირო სცენას ანდა აგრძელებს მუშაობას რეპეტიციებზე, რომლებსაც წარმოადგენს როგორც სპექტაკლებს. 

დამფუძნებელი სამხატვრო ხელმძღვანელი - დავით ჩიხლაძე 
თეატრის კურატორი - მარიამ შერგელაშვილი 

https://margotheatre.com/
https://www.facebook.com/MargoKorablevaPT
https://www.instagram.com/margo.korablevatheatre/

ჩემს მიერ შექმნილი ქართული ალტერნატიული სცენის ისტორია და ანდერგრაუნდ მოძრაობის სახელმძღვანელო.