ᲛᲝᲛᲔᲪᲘ ᲪᲔᲪᲮᲚᲘ
მომეცი ცეცხლი
 
მომეცი დღე რომელიც მეკუთვნის მე
მომეცი სახლი სადაც ვიცხოვრებ მე
მომეცი გზა ნუ მართმევ მიწას ფეხ ქვეშ
მომეცი ცეცხლი მე მყინავს ეს დღე
 
ნუთუ არ გჯერავს შენ კიდევ
რომ ძლიერები ამ ქალაქში ობლების ხორცს ჭამენ 
შენ ჭამ ხორცს რომელიც ეკუთვნის შენს ძმებს 
შენ ხოცავ მათ ვინც დღეს უკეთ გრძნობს თავს
 
მითხარი რამე რაც მომცემს სითბოს 
რაც გამიმთელებს გატეხილ იმედს
მითხარი რამე რაც დამავიწყებს
შენი თვალების ბინძურ სახეს
 
მე აღარ მინდა რომ ვცხოვრობდე სახლში
სახლი რომელიც არ მათბობს მე
მე აღარ მინდა რომ გათენდეს დღე
დღე რომელიც არ მეკუთვნის მე
 
მისამღერი:
შენ მინგრევ გზებს შენ მიკლავ ხვალინდელ იმედს
შენ მინგრევ გზებს იცი შენ ეთამაშები ცეცხლს

ვერა 80'ბი