ნუმატყუებ
ნუ მატყუებ მაგ ენით რომ შენ თბილი ლოგინი ნახე
ნუ მატყუებ მაგ თვალებით რომ შენ ადამიანი ნახე
ნუ მატყუებ რომ შენ იცი ამ ნაბიჯის შემდეგ რა იქნება
ნუ მატყუებ რომ შენ ხედავ ამოვა მზე თუ ყინვა გაგვყინავს
მანახე თბილი ლოგინი სადაც სისხლი და ცრემლი არ ასხია
მანახე ადამიანი რომ ჩავეხუტო და აღარ გავუშვა
მითხარი ხვალ რა გველის ამოვა მზე თუ ყინვა გაგვყინავს
მანახე მანახე ის გზა რომლითაც ჩვენ ღმერთთან მივალთ
ღმერთთან მივალთ
მისამღერი:
ო ღმერთო თქვი ოღონდ რამე თქვი
რომ არ დავრჩე ჩემს თავთან მარტო და გავექცე ამ მშიერ თვალებს
ღია დღეს თუ მუქ ღამეს შენზე ფიქრში ვკლავ მე
რომ ვერ ვიგრძნო ამ დღის სიცივე და გავექცე ამ ბნელ ღამეს
აღარ მინდა ხვალინდელი დღე ახალ ჭრილობებს ვგრძნობ ვეღარ ვიხორცებ
აღარ მინდა ხვალინდელი დღე აღარ მინდა რომ ისევ გნახო შენ
არა არ მჯერავს მე შენი არა არ მჯერავს მე შენი არა
მანახე მანახე ის გზა რომლითაც ჩვენ ღმერთთან მივალთ
ღმერთთან მივალთ ღმერთთან მივალთ
ვერა 80'ბი