ისენი
რეჩიტატივი:
არაფერი კი არ მთავრდება მანამ
სანამ შენ თვითონ არ დაიჯერებ
და არც ახალი არ გამოჩნდება მანამ
სანამ შენ ძველზე არ დასვამ წერტილს
ისენი ყოველთვის ცდილობენ რომ ნახონ
ცხელი ცრემლები შენს თვალებში
ისენი ყოველთვის ცდილობენ გაიგონ
მარცხის ბგერები შენს ტუჩებში
ისენი ყოველთვის დგამენ იმ ნაბიჯს
რომელიც წყვეტს შენს იმედის ჯაჭვს
და შენთვის ყოველთვის რჩებოდა უცხო
ნუთუ რა ქონდათ ამის მიზეზად მათ
ისენი ყოველთვის გჩუქნიდნენ შენსას
როცა გრძნობდნენ რომ შენ ცნობდი მას
ისენი ყოველთვის განახებდნენ თავის ცრემლს
როცა ხვდებოდნენ რომ შენ ახელდი თვალს
ისენი ყოვეთვის გახედებდნენ შენ უკან
როცა ხედავდნენ რომ შენ შორდებოდი მათ
და შენთვის გაუგებრად იყო მუდამ
საბაბი რომელიც ამოძრავებდა მათ
მისამღერი:
მიზეზი კი ყოველთვის იყო ერთი/ საბაბი კი მუდამ მათ ქონდათ ერთი
მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რომ
შენშიც ჩაექროთ და მოეკლად ის
ის ნათელი განცდა ის ნათელი განცდა
განცდა სახელად სიყვარული წრფელი
რომ შენშიც ჩაექროთ და მოეკლად ის
ის ნათელი განცდა ის ნათელი განცდ
განცდა სახელად სიყვარული