ᲩᲔᲛᲝ ᲛᲤᲐᲠᲕᲔᲚᲝ ᲐᲜᲒᲔᲚᲝᲖᲝ
შენსკენ ვწევ ამ ბოთლს სიყვარულით სავსეს 
 ჩემო მფარველო ანგელოზო გაგიმარჯოს შენ 
 მადლობას გიხდი იმ ერთგულებისთვის 
 რომელსაც შენ იჩენ ჩემთვის ასე საჭირო დროს  
 
 
მერამდენე კარები იკეტება ჩემს ზურგს უკან 
 მერამდენე ყურმილი ეშვება გამთიშველ ღილაკს 
 მერამდენე ახალ სახელს ცვლის ძველი სიჩუმე 
 ყველგან ტყვილი დამხვდა იქ სადაც არ იყავი შენ  
 
 პატარა შტრიხები მუდამ ქმნინ დიდ სურათს 
 შტრიხებში კი მუდამ მოჩანს სურათის საბოლოო სახე
და მეც რატომღაც მუდამ ბილოში ვხვდები იმას  
 რაც პრინციპში ასე დასაწყისშივე იყო ნათელი ჩემთვის  
 
 
ისამღერი: 
 და აი ისევ მე დავბრუნდი შენს ფანჯრებთან  
 ფანჯრებთან სადაც მპატიობ ძველს და მჩუქნი ახალს 
 და მხოლოდ ცრემლები როგორც მოგონება მათზე  
 რომელთანაც ასე ახლოს ლაპარაკი გიყვარს შენ