ᲘᲡᲔᲕ ᲛᲣᲥᲓᲔᲑᲐ ᲛᲝᲠᲘᲒᲘ ᲦᲐᲛᲔ
ისევმუქდებამორიგიღამე
 
ისევ მუქდება მორიგი ღამე
და შენ შენ ისევ რჩები მარტო
უიმედო ქალაქის ბნელ ღამეს
 
გაყინულ თითებს ისევ ათბობს
ეგ შენი ცხელი ტუჩები
ვნებებით სავსე სხეული ითხოვს სითბოს
უიმედო ქალაქის ბნელ ღამეს
 
გაწყვეტილი კადრები ნელა იწყებენ ტრიალს
შორიდან ხმა ითხოვს შენგან მსხვერპლს
შენ ცდილობ კბილებით ვენების გახსნას
უიმედო ქალაქის ბნელ ღამეს
 
ნაწვალებ სხეულს შენ ყოფ ცივი წყლის ქვეშ
აღგზნებული სახე იღებს თავის ფორმას
შენ ასე რთულად ურიგდები შენს ბედს
უიმედო ქალაქის ბნელ ღამეს
 
დაღლილი თვალები იყურებიან შორს
მძიმედ სუნთქავს დაკაწრული ნერვი
ტუჩები ჩუმად ითხოვენ შველას 
უიმედო ქალაქის ბნელ ღამეს
 
მისამღერი:
ისევ მუქდება მორიგი ღამე 
და შენ შენ ისევ რჩები მარტო
უიმედო ქალაქის ბნელ ღამეს

ვერა 80'ანები