ამ ქალაქში მეფობენ მგლები
მე მესმოდა შენი ნაღველის ხმა
მე ვხედავდი შენს ობოლ ცრემლიან თვალებს
მე ვგრძნობდი შენი სუსტი სხეულის ტკივილს
შენი ხმა იყო ჭრილობებით სავსე
შენ მოღებ კარებს ცრემლიანი თვალებით
და ეხვევი ჩემს უიმედო სხეულს
ჩუმი ხმით მთხოვ მეტს ნუ დამტოვებ აქ მარტო
ნერვულ თითს შენ უშვერ ამ ბოროტ ქალაქს
მშიერ თვალებში შენ ეძებდი სითბოს
ბოროტ სხეულებს შენ თხოვდი შველას
ეს არის დღე სადაც ნატრულობ ტყვიას
ეს არის ღამე სადაც შენ ეძებ სიკვდილს
მე წაგიყვან შენ აქედან შორს
იქ სადაც მზის სხივი იძლევა იმედს
მე წაგიყვან ამ ნაცრისფერი დღიდან შორს
იქ სადაც ჩვენ ისევ ვიქნებით ერთად
მისამღერი:
ამ ქალაქში დღეს მეფობენ მგლები
ამ ქალაქში ბედნიერება მოკლეს
ამ ქალაქში ჩვენ უბრალოდ ვითხოვდით მზის სხივს
გატეხილი გულით ვიწვდიდით ცივ ხელს
ვერა 80'ანები