ᲜᲐᲪᲔᲛᲘ ᲡᲐᲮᲔᲔᲑᲘ
ნაცემი სახეები
 
ნაცემი სახეები დაგლეჯილი გზები
ნამტირალი თვალები მოტყუებული ხმები
ყოველ ნაბიჯზე მხვდებიან მე
ცბიერი ქალები მძიმე წარსულით
მარიაჟი კაცები გარეშე მომავლის 
ყოველი მხრიდან მიტევენ მე
 
ზოგის ძალაა თანამდებობა ან ფული
ზოგის კი ალკოჰოლი ნარკოტიკი ან თოფი
ზოგი სწავლობს ბუდიზმს გაიძვერობას ან  მიზანში სროლას
მაგრამ თქვენი სახეა დღეს მაინც ნაცრისფერი მშიერი ხროვა
 
ვინ თქვა ომი დამთავრდა 1945 წელში
ვინ თქვა რომ ეს ხალხი იღვიძებს კეთილი სურვილებით
თუ გზაზე სიყვარულს ხედავთ არ იშურებთ ტყვიებს
დაშინებული ცხოვრებით ძალას ხედავთ მხოლოდ ბოროტებაში/შოშში თქვენ
 
მისამღერი:
შენი თავისუფლებისთვის ჩემო ნაცემო ძმაო
შენი შეხედულებისთვის ჩემო ნაფურთხო დაო
ომს უცხადებ ამ ნაბოზვარ ქალაქს მე
შენი დაღვრილი სისხლისთვის ჩემო ნაცემო ძმაო
შენი დაღვრილი ცრემლისთვის ჩემო ნაფურთხო დაო
ომს უცხადებ ამ სირების ქალაქს მე 
 
ვერა 80'ბი