LADO BURDULI: GEORGIA CAUGHT UP WITH ME, NOT THE OTHER WAY ROUND

27 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
– ვინ არის ლადო ბურდული?
ლადო ბურდული: რთული კითხვაა. მე თვითონაც არ ვიცი, ვინ ვარ. ყოველი დღე სიახლეებით არის სავსე, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ პრინციპული და ჩემი მიზნების ერთგული ადამიანი ვარ.

– თქვენისაოცნებოცხოვრებაროგორია?
– როგორიც იყო ჩემი ოცნება, ისე ვცხოვრობ. საერთოდ, ყველა ადამიანს კიდევ უფრო მეტი უნდა, მაგრამ რეალური გამოწვევების გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ ძალიან არ გადამიხვევია ჩემი მიზნებიდან და ოცნებებიდან.

– ოდესმეგიკეთებიათსაქმე, რომელიცგძულდათ?
– კი, არის შრომა, რომელიც მე არ მომწონს, მაგრამ მიწევს. მაგალითად, მიწაზე მუშაობა ავიღოთ, არ მძულს, მაგრამ საკმაოდ რთულია (იცინის). ფიზიკური მუშაობა არ მეზარება, მაგრამ რაღაც დონეზე ვხვდები, რომ ჩემი არ არის „ხელმარჯვე ოსტატი“ არ ვარ. თუმცა, როცა ოჯახი გაქვს და ცალკე ცხოვრობ, აუცილებელია, რაღაცები იცოდე, რომ ყოველ ხუთ წუთში ხელოსანს არ ურეკო.

– გულჩვილიადამიანიხართ?
– რაღაც დონემდე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ან უნდა მოვმკვდარიყავი, ან ცოტა ცივი გავმხდარიყავი. გადავწყვიტე, ცოტა ცივი და ნაკლებად გულჩვილი ვყოფილიყავი. არ შეიძლება, ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა. ცხოვრება უნდა მიიღო ისეთად, როგორიც არის და უნდა იცოდე, რომ ცხოვრება უსამართლოა, ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც შენ გინდა და ამისთვის მზად უნდა იყო. ადამიანს გიწევს რაღაცებს შეეგუო, მაგრამ ამან ისე არ უნდა შეგცვალოს, რომ სხვა ადამიანი გახდე და თქვა უარი შენს სათქმელსა და პრინციპებზე.

– ბოლოსროდისიტირეთდარისგამო?
– როცა დეპრესია მქონდა, მაშინ ვტიროდი. მერე მკურნალობა დავიწყე და მას შემდეგ აღარ ვტირი (იცინის). ცრემლებიც გულჩვილობის ბრალია, რაღაც დონეზე ძლიერად ვერ დგახარ, რაღაცები ძალიან ახლოს გეხება და... მე, ძირითადად, ამას ვაბრალებდი დეპრესიას. დეპრესიის დროს კი ადამიანი ძალიან გულჩვილი ხდები.

– რასგააკეთებდით, ახლარომლატარიაშიმილიონებიმოიგოთ?
– ბავშვობაში იმ ადამიანების სია მქონდა შედგენილი, ვისთვისაც ფული უნდა მეჩუქებინა, როდესაც მილიონებს მოვიგებდი. ვისაც უჭირდა, მათთვის ჩუქებას ვაპირებდი. მინდოდა, რომ ბევრი კარგი საქმე გამეკეთებინა და ბევრი ადამიანი გამეხარებინა. ეს – ბავშვობაში. ახლა მილიონის მოგებისა და სანტა კლაუსების აღარ მჯერა. ახლა აღარ ვფიქრობ ასეთ თემებზე, დროს აღარ ვხარჯავ ამაში (იცინის).

– გინდათანგინდოდათ, რომმთელიმსოფლიოსმასშტაბითძალიანცნობილიდაგავლენიანიადამიანიყოფილიყავით?
– არასდროს მნდომებია, რომ ჩემი შემოქმედებით და ჩემი პიროვნებით ფული მეკეთებინა ან გავლენა მომეპოვებინა. სულ მინდოდა, რომ კომფორტულად და კარგად ვყოფილიყავი. როცა სამმილიონიან ქვეყანაში ცდილობ მუსიკა გააკეთო და რაღაც საინტერესო შოუ შექმნა, უნდა იცოდე, რომ ფულის შოვნა არ გამოგივა. სამ კი არა, 70-მილიონიანი ქვეყნებიდან გარბიან ამერიკაში, რომ შოუბიზნესიდან ფული იშოვონ და სამმილიოანიან ქვეყანაში ფულის შოვნა, თავიდანვე ვიცოდი, რომ ლოგიკური არ იყო.

ჩემთვის მთავარი ყოველთვის იყო, რომ მე ვყოფილიყავი კარგად და ვყოფილიყავი ბედნიერი, ჩემი რეალობით, ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი – ეს იყო ჩემი მთავარი მოთხოვნა. მუსიკა, რომელსაც მე ვქმნიდი, პირველ რიგში, ჩემი თავისთვის იყო, მე მომწონდა ძალიან. ბავშვობაში მინდოდა, ასეთი მუსიკა მომესმინა და რომ ვერ ვუსმენდი, მერე მივხვდი, რომ რაც გინდა, კარგად გამოვიდეს, შენ თვითონ უნდა გააკეთო და ამიტომ დავიწყე დაკვრა. მაგრამ მოთხოვნა, რომ ამ მუსიკით „დიდი სთარი“ გავმხდარიყავი, მერე სტადიონები გამევსო და ასე შემდეგ, არასდროს მქონია. თუ ჩემს მუსიკას უსმენთ, ხვდებით, რომ მასში ეს სურვილი არ დევს. ჩემი მუსიკა უფრო მეტად ჩემი პიროვნულიდან გამომდინარეობს და სხვებსაც რომ მოსწონთ, ეს, უბრალოდ, მიხარია.

– ესეიგი, პოპულარობაარყოფილათვითმიზანი.
– მე ბავშვობიდან პოპულარული ვარ. არასდროს მქონია პოპულარობის შიმშილი. პირიქით, პოპულარული რომ ვხდებოდი, ყოველთვის ვცდილობდი, ისეთი რამე გამეკეთებინა, რომ პოპულარული აღარ ვყოფილიყავი. მეგონა, რომ პოპულარობა კლავს ადამიანს და რაღაც მხრივ „ცუდ ტიპად“ აქცევს. მე კი ყოველთვის მინდოდა, დავრჩენილიყავი ახალგაზრდად და ბედნიერად. ასევე, არაკომერციულ მუსიკოსად და არ ვყოფილიყავი კონფორმისტი.

– როგორშეძელით, რომასეარყოფილიყო?
– ბევრი ადამიანი დაღუპა პოპულარობამ ჩემ ირგვლივაც და საერთოდ, მსოფლიოს კლასიკურ ისტორიებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ადამიანებმა დიდი პოპულარობა რომ მოიპოვეს და ბევრი ფული აიღეს, მერე ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალეს და დაიხოცნენ. ჩემში არ დევს პოპულარობის მოთხოვნილება. მე, უბრალოდ, ასეთი ვარ. ზოგი ფიქრობს, თითქოს, ასეთი იმიტომ ვარ, რომ პოპულარობა მინდა. რეალურად, მე რომ პოპულარობა მნდომებოდა, სულ სხვა გზას ავირჩევდი და არა ალტერნატიულ მუსიკას. სულ სხვა რაღაცებს გავაკეთებდი, რომ ხალხს მოვწონებოდი. არ ვიცხოვრებდი ისე, როგორც მე მომწონს და როგორც ეს ბევრ ადამიანს არ მოსწონდა, განსაკუთრებით დასაწყისში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს. საქართველო მე დამეწია და არა მე დავეწიე საქართველოს. ვინც მე 80-90-იანი წლებიდან მიცნობს, იცის, რომ მე, ძირითადში, არ შევცვლილვარ, საქართველო შეიცვალა. საქართველო უფრო გახდა ისეთი, როგორიც ვარ მე, ვიდრე მე ისეთი, როგორიც საქართველოა.

ბავშვობაში ბევრს ვმოგზაურობდი. ვიცოდი დემოკრატია რა იყო, სწორი ფასეულობები რა იყო და ვცდილობდი, რაღაც დონეზე ეს დამოკიდებულებები საქართველოში შემომეტანა და დამემკვიდრებინა. რაც ბავშვობაში ვნახე და ვიგრძენი დასავლეთში, ძალიან მომეწონა – თავისუფლება, უბრალოება, უშუალო ურთიერთობები და ასე შემდეგ, ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა ჩემთვის და ამიტომაც ვცდილობდი ამ ყველაფრის ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებას.

– რამიგაჩნიათთქვენსყველაზეარასწორსაქციელად?
– ბევრი რაღაცაა, რაზეც ვფიქრობ, რომ ჯობდა, არ გამეკეთებინა. სიკეთისთვის ძალიან ბევრჯერ დავისაჯე. მივხვდი, რომ სიკეთე დასჯადია. ბევრმა ჩემი დახმარება მერე ჩემსავე წინააღმდეგ გამოიყენა. მაშინ, როცა სანაცვლოდ მე არაფერს ვთხოვდი ადამიანებს, არც არანაირი ვალი არ მინდოდა, ჰქონოდათ ჩემ წინაშე. იმის ნაცვლად, რომ მადლობა ეთქვათ, ჩემს მტრებად გადაიქცნენ. ეს ძალიან საწყენია.

– ამისგათვალისწინებით, დღესროგორიქცევით?
– ადამიანმა სიკეთე მაინც სულ უნდა აკეთო, მაგრამ ისიც უნდა იცოდე, რომ სიკეთის კეთება დიდი გამოწვევაა და ამის „პახმელიებსაც“ უნდა შეეგუო. რაღაც დონეზე შევეგუე კიდეც ამ „პახმელიებს“. მაინც ვცდილობ, გავაკეთო. ამან ვერ დამაბრკოლა, სხვა ადამიანად ვერ მაქცია. უბრალოდ, საწყენი იყო. თუმცა, მაინც იმავეს გავაკეთებდი. ეს რომ არ მექნა, ამ ქვეყანას ბევრი გმირი არ ეყოლებოდა და ახალი ხედვები არ ექნებოდა.

– ყველაზეუხერხულიშემთხვევა, რომელიცთავსგადაგხდენიათ...
– საერთოდ, ძალიან მორიდებული და მორცხვი ადამიანი ვარ. უხერხულობა ჩემთვის ორგანული ნაწილია. შეიძლება, განსაკუთრებული ემოციით ხანდახან რაღაც ვთქვა, მაგრამ საზოგადოებაში გაჟღერებულმა სულ სხვა შინაარსი შეიძინოს. მიგრძნია ხოლმე, რომ არასწორად გამიგეს, ან მე ვერ ვთქვი სწორად. ბევრჯერ ყოფილა ასე. მორიდებულ ადამიანს ყოველთვის აქვს უხერხულობის მომენტი.

– როდისყოფილხართყველაზესასტიკიდათუარისესთქვენთვისდამახასიათებელითვისება?
– როცა პატარა ვიყავი, მეგონა, დიდი რომ გავიზრდებოდი, საზოგადოება რაღაც დონეზე შეეგუებოდა ჩემს პიროვნებას. მერე მქონდა პერიოდი, როცა მივხვდი, რომ ბაბუები გადავიტანე, მამები გადავიტანე, შვილები გადავიტანე, მაგრამ შვილიშვილები რომ იმავენაირად გიტევენ, როგორც ბაბუები, ოღონდ უფრო სრულყოფილად არასწორები, უკვე დასავლურად განათლება მიღებულები, მაგრამ აზროვნებით მაინც ძველ ყაიდაზე დარჩენილები, ვიგრძენი, რომ ამაზე უკვე ვბრაზდებოდი. ეს იყო, დაახლოებით, ათი წლის წინ, 50 წლის ასაკში, მაგრამ მოვერიე ამ სიბრაზეს. სტიქაროსანი რომ გავხდი, შევეცადე, ბევრად ლოიალური ვყოფილიყავი.

– ესნაბიჯირამგადაგადგმევინათ?
– რაც უფრო ღრმად გავიცანი ადამიანები, მით უფრო დავუახლოვდი უფალს. მივხვდი, რომ ერთადერთი გზა უფალია და არა ადამიანები. მივხვდი, რომ მე უფალთან ვარ, რომ უფალი ჩემ გვერდითაა და რომ იყო მასთან, უფრო მეტი სიახლოვეა საჭირო.

– რამიგაჩნიათთქვენსყველაზედიდგამარჯვებადდამარცხად?
– ჩემი დიდი გამარჯვება ისაა, რომ იმ ადამიანად დავრჩი, ვინც ვიყავი და არ შევიცვალე. იმ სირთულეების ფონზე მე ავწიე ალტერნატიული მუსიკა 80-იან წლებში, ამ სიმძიმით გამოვიარე მთელი ეს დრო და დღევანდელობამდე მოვედი. ჩემი დიდი გამარჯვებაა ის, რომ არაჩვეულებრივი შვილები მყავს.

მარცხს რაც შეეხება, რაც ადრე მარცხი მეგონა, ის აღმოჩნდა გამარჯვება, კონკრეტულად ის, რომ არ წავედი ამ ქვეყნიდან, ბოლომდე დავდექი ჩემს ადგილას ამ ცივილიზაციისა და თავისუფლების სახელით.

– რითამაყობთყველაზემეტად?
– ადამიანად რომ დავრჩი, ეს არის ჩემთვის ყველაზე საამაყო, იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ბევრ ადამიანს ვეხმარები რაღაც დონეზე და ამითაც ვამაყობ. ადამიანები ფიქრობენ, რომ ჩემთან მეგობრობა და ჩემ გვერდით ყოფნა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეუბნებიან, რომ ჩემგან პოზიტივსა და დადებით ენერგიას იღებენ, რაც მახარებს (იცინის). ასე რომ არ იყოს, სხვანაირად მე ჩემი ვიზუალითა და აზროვნებით, ამ ქვეყანაში ვერ შევძლებდი გადარჩენას. მე რომ არ ვყოფლიყავი ძალიან საზოგადოებრივი და არ გამეკეთებინა ამდენი ფესტივალი, რომ არ შევჭრილიყავი ამდენი ადამიანის ცხოვრებაში და რადიკალურად არ შემეცვალა ის, ვერ შევძლებდი გადარჩენას. რეზულტატი ყოველთვის არ იყო ისეთი, როგორიც მეგონა, რომ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა ვაკეთოთ სიკეთე, იმიტომ, რომ ეს ადამიანის ვალია.

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 29.05