11 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2020
ჩემი მუსიკის ისტორია ნაწილი 6 1997 წელს პირველ ქართულ ჰიტ პარადში გამარჯვებული სიმღერა "ჩემო მშვენიერო ლეიდი" ეს არ იყო უბრალოდ არც სიმღერა და არც ვიდეო კლიპი ეს იყო იმ 90-ბის სასოწარკვეთაში კრიმინალში შიმშილში სიბნელეში და შიშში, იმედის სხივი, წინასწარმეტყველება და ღვთიური ჭეშმარიტება იმის რომ სიყვარული სიკეთე სილამაზე ნიჭიერება და სიმართლე მუდამ დაამარცხებს სიძულვილს სიბოროტეს სიმახინჯეს უნიჭოებას და ტყვილს რაც არ უნდა ეს წარმოუდგენელი იყოს რეალობიდან გამომდინარე ქართველებისთვის პ.ს. მე გიხსნი ჩემს სამეფო კარებს - ეს სიტყვები ბევრად ადრე დაიწერა იმ ისტერიკამდე ვიდრე ატყდებოდა მეფობის ირგვლივ და აგრეთვე ვარდების რევოლიუციამდეც ბევრად ადრე წითელი ვარდი იქნა მიტანილი ქართლის დედასთან
7 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2020
ჩემი მუსიკის ისტორია ნაწილი 5 1991 წ მოსკოვი ტვ რასია ლეგენდარული "პროგრამა ა" საახალწლო გადაცემა რუსეთის ალტერნატიული მუსიკის მამა ა.ფ.სკლიართან ერთად ამ გადაცემის ისტორიის მანძილზე საქართველოდან მხოლოდ მე ვიყავი მიწვეული. თბილისში - კი ამ დროს სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და მე სოლოლაკიდან ძლივს მიმიყვანა მერაბმა თავის მანქანით აეროპორტში რამოდენიმე ალყის გარღვევით 1 თვითმდფრინავი გაფრინდა მოსკოვში და სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ამ თვითმფრინავში საბარგულის განყოფილებიდან შემაპარეს სულ მეგონა ჩამოვარდებოდა იმდენი ხალხი იდგა ფეხზე გვერდზე ვიღაც გაგლეჯილ კაიფში ჩერეზ ჩერეზ ძაან სიმპატიური ნაცნობი გოგო მეჯდა რომელიც ნიუ იორკში ტყდებოდა ამ საგიჟეთიდან ჩერეზ მოსკოვი მოსკოვი - ახალი წლის წინა ღამე სკლიარი ტუსოვკით დამხვდა თავის სახლში სუკაჩოვი და ვიღაც ადგილობრივი სთარები იყვნენ მოწვეული სპეციალურად ჩემთვის და მათი მეგობარი გოგოები რომლებსაც ყველას აინტერესბდა ქართული პანკი საქართვლოდან ეს იყო ერთ ერთი ყველაზე ლამაზი საღამო ჩემს ცხოვრებაში როგორც იტყვიან ომიდან პირდაპირ ზეიმზე და ფანჯრებში თეთრი თოვლის ფიფქები ცვიოდა უხვად და მშვიდათ L'amour - Mon cher ami. პ.ს. მადლობა ჩემს დას მაია ბურდულს მოსკოვში ამ უნიკალური მასალის პოვნისთვის და ჩამოტანისთვის იმ ისტორია და ეპოქისთვის რომელიც მე შევქმენი ამ ქვეყანაში იმისთვის ეს არქივი უდაოდ ოქროს განძია.
4 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2020
ჩემი მუსიკის ისტორია ნაწილი 4 ფაბრიკა 1993 - დანგრეული თბილისი სამოქალაქო ომის შედეგად, დამარცხებული და დაქუცმაცებული საქართველო წაგლეჯილი აფხაზეთი, სამაჩაბლო გამოყოფილი აჭარა, ერთდროს აყვავევუბული საბჭოთა საქართველო გახდა კრიმინალების საქართველო, თავის საძმოებით და ყოველდღიური"სისხლიანი რაზბორკებით" ყველაზე ცნობილი საძმო სახელად "ბოროტები" რომლის ასოცირება სულ მქონდა კლინტ ისტვუდის ფილმ "ბოროტი ცუდი და კარგი"-სთან ხოლო რუსეთის უშიშროებისგან შემოყრილი ულევი ნარკოტიკი და იარაღის ფონზე ეს "კია ბიჭები" კიდევ უფრო დაუჯერებლად საშიში და უკონტროლო სიბოროტე ხდებოდა დამიჯერეთ კორანა ვირუსზე ბევრად მეტად. ასი ათასობით უსახლკარო ლტოლვილი მოემართება თბილისისკენ რომლებსაც გზაზევე ქართველივე კრიმინალები აყაჩაღებენ ვინც გასაჟიმია ჟიმავენ ვინც დასაბრედია ბრიდავენ ადამიანის სიცოცხლე ტყვიაზე იაფი გახდა შიმშილი, უშუქობა, უგაზობა, კუპონებზე პურის უსაშველო რიგებში ნავთის ქურებზე და ზეთში შემწვარ პურებზე გაჩენილი ახალი საქართველო დამალული სახლებში ინტილიგენცია მხოლოდ სვეტსკი რჩევებით და ფილოსოფიური თეორიებით, მასიური მიგრაცია იმ ხალხის ვინც უნდა დადგომოდა თოთქოს ამ უსამართლობას და აეშენებინა ახალი საქართველო - მე მათ დავარქვი "დეზერტირები" ამის ფონზე ქუჩაში გამოსული ახალგაზრდობა კი ეძებდა იმას რაც აღარ არსებობდა - ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას დანარჩენი იხილეთ ფილმში
1 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2020
ულოცავ მამაჩემს გუჯას დაბადების დღეს სულ ბედნიერად და ჯანმრთელად იყავი მადლობა ყველაფრისთვის ჩემო საყვარელო ადამიანო გაგიმარჯოს <3
31 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2020
ჩემი მუსიკის ისტორია: ნაწილი 3 1990 წ მივხვდი რომ თუ ცივილიზაცია არ შევიდოდა იმ დროინდელ საბჭოთა ტელევიზიაში დემოკრატია ფაქტიურად დამარცხდებოდა რადგან მას მედიის ძალა უნდა ყოფილიყო სწორედ და მიზანმიმართულად გამოყენებული რომ ადამიანებს ქონოდათ საშუალება გაეკეთებეინათ შედარება და არჩევანი ძველ საბჭოთა და ახალ ევროპულ საქართველოს შორის დრო იყო ამ ახალი ხიდების მშენებლობა დამეწყო ქვეყნის ოფიციალურ დონეზე და გამომეტანა ის ჩაკეტილი მეგობრების ვიწრო წრიდან რომლების "ვესტურობაც" მხოლოდ შემოიფარგლებოდა რუსული ნათარგმნი დასავლეთით რომელიც მხოლოდ ვიზუალურ ხასიათს ატარებდა და დროებითს და არა ორიგინალს და ნაღდს. ეს იყო რევოლუციური გადაცემა რომელმაც შეცვალა ქართული მას მედია პირველად ამ გადაცემაში იქნა გამოყენებული ახალი ტექნოლოგიები მათ შორის მანამდე უცნობი ინკუსტაცია ბ-ნი დავით მაკარიძის დახმარებით და კომპიუტერული გრაფიკები. ამ გადაცემის გლობალური და პროგრესული იდეები შემდეგში იქნა "დახურდავებული" თბილისურ და რეგიონალურ დონეებზე და გაგებებზე მაგრამ ის იყო და დღემდე რჩება პირველ და უკანასკნელ ფეირვერკად ქართულ მას მედიაში.
28 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2020
ჩემი მუსიკის ისტორია ნაწილი 1 მუსიკა რომელმაც შეცვალა 80-ბში ქართული რეალობა და შექმნა ახალი ეპოქა, გმირები და ფასეულობები მუსიკა რომელიც არასდროს ნადირობდა თქვენს ლაიქებზე და დღემდე რჩება ერთგული თავისი საწყისი მდგომარეობის ლადო & ჯგუფი "რეცეპტი" 1987-1992