9 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2022
ქუთაისი
8 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2022
ხვალ ქუთაისში ჩვენს ერთგულ იმერელ ფანებს გადავცემთ საჩუქრად ჩვენს მაისურებს.
2 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2022
სიმღერა: "გატეხილი სახეების მოწმენდილი ცა" სოლოლაკი 1989 წ. ჩამქრალ ფანჯრებში შენ დარჩი მარტო როგორც ზამთარში დამფრთხალი ბეღურა დეხეულ ფოტოს ეცემა ცხელი ცისფერ თვალებუდან მოწყვეტილი ცრემლი უცნაური მოძრაობით შენ იცავდი თავს დაუძლეველ ვნებათა შტორმის ქვეშ მძიმედ გეწევა დამანგრეველი ტალღა შენ კარგავ ძალას ნუ გამიშვებ ხელს ნუ გამიშვებ ხელს. გატეხილი სახეების მოწმენდილი ცა ცისფერი ცა x 2 ჩუმი ცისფერი ცა ფოტო გურამ წიბახაშვილის სოლოლაკი 1992 წ.
1 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2022
ზუსტად 41 წლის უკან 1981 წლის 1 ივნისს შედგა ფილმი "მე მოვედის" პრემიერა საქართველოს ცენტრალურ არხზე ფილმი რომელიც იქცა ქვეყანაში საკულტო ფილმად, ფილმი რომელზეც ათწლეულები თაობები იზრდებოდნენ. ქართული ტელე/ფილმი - "მე მოვედი". რეჟისორი - ალეკო ნინოა მთავარი როლი - ლადო ბურდული
30 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2022
26 მაისი კლუბი "ანდერვილი" დამოუკიდებულების დღისადმი მიძღვნილ სამთავრობი მიღებაზე თუ წვეულებაზე. თემურ ყვითელაშვილი და მე ფოტოს ავტორი: - მაპატიეთ მაგრამ ორი ამხელა მუსიკოსის ერთად ყოფნა რო არ გადავიღო არ შეიძლებაო.
27 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2022
მენტალური რევოლუციის ისტორია საქართველოში: ჩვენ გვინდოდა შეგვეცვალა საქართველო 80-ბში და ჩვენ შევცვალეთ ის. ეს იყო ნამდვილი მენტალური რევოლუცია. სკეიტბორტებით წყნეთიდან ღამის რეისები. დილამდე საუბრები ახალ აზროვნებაზე და მუსიკაზე. შეყვარებული გოგოები. ყოველდღე ტუსოვკები ხან სად ხან სად და რაღაც უხილავი ხმა კი ზევიდან მუდამ მეუბნებოდა "იარე შენია" და ირგვლივ კი 80-ბით გაჟღენთილი საბჭოთა რეალობა საინფორმაციო წყარო 4 არხი ტელევიზორში 2 რუსული 2 ქართული და 1 ხაზის რადიო + სიგარეტი "კოსმოსი"(აი ზუსტად ის დადას რო ხელში უჭირავს ოღონდ შეცვლილი შიგთავსით) ლუდი "ჟიგულიოვსკაია", არაყი "ჩეკუშკა ლიმონნაია" (აი ეს რეზოს და დათოს ხელში რო უჭირავთ) და ჩეკების მაღაზია "ციცინათელა", 08 ჟიგული ახალი შემოსულია და ხალხი დაცინოდა ეგ რა მანქანაა სოფელში ღორმა შეჭამაო. ჯიბეში 0 კაპიკი და მილიონერებს სირებად ვთვლიდით... პრინციპში დღესაც ეგრეა. ჩექმები დახეული ჯინსები ბოქლომებით ბულავკებით და გატეხილი საათებით მორთული ჰენდ მეიდი, რუკზაკი რუსული, რუკზაკში კი ნაჯახი (იმ ინციდენტის მერე) + ლუდი და კასეტები, პლეიერი ყურებში "უოლქმენ 2" და სკეიტბორტი ხელში. მარცხნიდან: ზვიად შენგელია - პანკ ჯგუფი "კომენდანტის საათი" რეზო ნაჭყებია - მხატვარი თქვენი მონა მორჩილი - მე დადა დადიანი - ჯგუფი "ტაქსი" დათო ჭავჭანიშვილი - პანკ ჯგუფი "კომენდანტის საათი თბილისი 1986 ფიქრის გორა - დადას სახლი ფოტო თეა მაქაცარიასი პ.ს. მადლობთ დაკარგული ფოტოს პოვნისთვის David Kruger-ს