31 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
იმპერატორის ოჯახი თავის მოკრძალებული ხიბლით გი ლო ცა ვთ საქართველოო გ ა გ ვ ი მ ა რ ჯ ო ს
30 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
უმძიმესი დღე თავის შიზოფრენიებით ბოლოში აი ამ 1 ლიტრიანმა სიცოცხლე ვისკმა დაამთავრა ისე როგორც ეკადრება წინა საახალწლო ღამეს ოჯახი ერთად თეჯი ვოთსაპზე მარინა მატილდათი და ინეზა ფლორენსით ბარბარე ქეთი დარია მე ბუხარი სანთლები ვისკი მუსიკა ბედნიერება და იმედი რომ 2025 წელი არის ის რასაც ჩვენ ყველა ასე ველოდით საქართველოს გაბრწყინების თავისუფლების გახარების და აყვავების წელი ხვალ კი მთელი ოჯახი პლიუს თეჯი თავის ოჯახით ბერლინიდან ვოთსაპზე ვხვდებით მეორე ბოთლი ვისკით მთავრობის სასახლესთან უფალს დიდება ჩვენ გამარჯვება <3
29 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
ზუმერის რეკლამაში 2021 წ
27 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
ბავშვობიდან ვთქვი არასდროს არ დავწერ სიმღერას რომელიც მე თვითონ ძაან არ მომეწონება და შთაბეჭდილებას არ მოახდენს ჩემზეთქო 150 სიმღერა დაიწერა სიმღერების წერას კი მოვრჩი 1999 წელს ვცდილობთ მოვასწროთ ყველა სიმღერის და ალბომის ჩაწერა რადგან სწორედ ეს ის სიმღერებია რომლებმაც თაობები გადაარჩინა 80/90-ში და დაანახა გზა და ბევრსაც კი თვითონ დააწყებინა თავის საკუთარი სიმღერების შექმნა და უფრო ბევრი კი მასთან ბრძოლას და ზიზღს შეეწრია ის კი რაც უფრო დრო გადის მით უფრო ხმამაღლა და ძლიერად ისმის რადგან ჩემი შემოქმედება ხომ კონიაკს გავს რაც უფრო ძველდება მით უფრო ემატება ხარისხი და ფასი. თქვენ კი იღბლიანები ხართ რადგან პირველ პიში ისმენთ ამ ყველაფერს.
27 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
*~ლადო & რეცეპტი~* 1987~1992 80'ში ჯგუფის ლოგო
26 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
მენტალური რევოლუციის ისტორია საქართველოში: 1991 წლის 19 დეკემბერი სოლოლაკი 3 ალყაში ვარ მოქცეული ზვიადი მთავრობის სასახლეშია გამაგრებული 31-ში "პროგრამა ა" არტიომ ტროიცკის საახალწლო გადაცემაში მაქვს ლაივი მოსკოვში ოსტანკინოში საშა სკლიართან ერთად არ ვიცი როგორ გავფრინდები ან საერთოდ აეროპორტამდე როგორ მივალ. გუშინ სროლაში მოვყევი რაღაცის მოსატანად რო გავედი მშობლებთან გამეხვრიტა კუჭი ამდენი ღვინოს სმით საჭმლის გარეშე სასწაულად გადავრჩი ქეთი და თეჯი პასტერზე არიან მარინასთან კიდევ კარგი მაგათზე დარდი აღარ მაქვს. ყველაზე ჭკვიანი დადა აღმოჩნდა არაგვისპირში გამაგრებული ხათუნასთან. სტუდია პლანი მდინარე მეგობრები. დღეს საღამოს თუ გამოძვრა ქიშო გამოვა ჩემთან. ფოტო გურამ წიბახაშვილის. მენტალური რევოლუცია საქართველოში 80/90 ქართული ალტერნატიული მუსიკა/მოძრაობის ისტორიის სახელმძღვანელო. უფრო მეტი ინფო იხ.: http://ladoburduli.com