MARCH 31, 2020
                                
                                                                     
                                                                ჩემი მუსიკის ისტორია:
ნაწილი 3
1990 წ მივხვდი რომ თუ ცივილიზაცია არ შევიდოდა იმ დროინდელ საბჭოთა ტელევიზიაში დემოკრატია ფაქტიურად დამარცხდებოდა რადგან მას მედიის ძალა უნდა ყოფილიყო სწორედ და მიზანმიმართულად გამოყენებული რომ ადამიანებს ქონოდათ საშუალება გაეკეთებეინათ შედარება და არჩევანი ძველ საბჭოთა და ახალ ევროპულ საქართველოს შორის 
დრო იყო ამ ახალი ხიდების მშენებლობა დამეწყო ქვეყნის ოფიციალურ დონეზე და გამომეტანა ის ჩაკეტილი მეგობრების ვიწრო წრიდან რომლების "ვესტურობაც" მხოლოდ შემოიფარგლებოდა რუსული ნათარგმნი დასავლეთით რომელიც მხოლოდ ვიზუალურ ხასიათს ატარებდა და დროებითს და არა ორიგინალს და ნაღდს. 
ეს იყო რევოლუციური გადაცემა რომელმაც შეცვალა ქართული მას მედია პირველად ამ გადაცემაში იქნა გამოყენებული ახალი ტექნოლოგიები მათ შორის მანამდე უცნობი ინკუსტაცია ბ-ნი დავით მაკარიძის დახმარებით და კომპიუტერული გრაფიკები.
ამ გადაცემის გლობალური და პროგრესული იდეები შემდეგში იქნა "დახურდავებული" თბილისურ და რეგიონალურ დონეებზე და გაგებებზე 
მაგრამ ის იყო და დღემდე რჩება პირველ და უკანასკნელ ფეირვერკად ქართულ მას მედიაში.