MARCH 17, 2023
დღეს კი ჩემი საყვარელი ქალიშვილის დარიას დაბადების დღეა 2008 წელს დარიამ დამიბრუნა რწმენა და ძალა ცხოვრების რის გამოც მას დავარქვი "საჩუქარი უფლისგან" გაგიმარჯოს ჩემო საყვარელო უფალი გფარავდეს <3
MARCH 5, 2023
დღეს მამაჩემის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა და მის წლისთავზე მე ვიყავი თამადა უცნაური განცდა იყო. ეს ფოტო კი ის ფოტოა რომელზეც ყველაზე მეტი ლაიქი ქონდა მას და მე კი ვიხსენებ ამ ფოტოზე რო მითხრა: - ეს ვანდამი თურმე რა კაი ბიჭი ყოფილა შვილოო.. სულ მალე კი აქ დავდებ მის ფოტოებს ჯეკ ნიკლსონთან შონ პენთან და სხვებთან ერთად. მოიხსენე უფალო სული გარდაცვალებულისა მონისა შენისა და მშობლისა ჩემისა ბიძინა-ელგუჯასი მიუტევე მას ყოველივე შეცოდებანი მისნი და მიეც მას საუკონო ხსენება ამინ. <3
FEBRUARY 23, 2023
დღეს ჩემი ქალიშვილის თეჯის დაბადების დღეა გაგიმარჯოს <3 + <3 = <3
FEBRUARY 22, 2023
FEBRUARY 13, 2023
ვისაც დაგავიწყდათ ვისაც მოგენატრათ ან თუნდაც ვინც არ იცით რა არის ნამდვილი ქართული როკ ნ როლი ამის გახსენება თუ "დაგემოვნება" შეგეძლებათ 21 აპრილს პარასკევს 20:00 ივენთ ჰოლში კავკასიის მუს დაჯილდოება "ფენიქსი 23"-ის საზეიმო ცერემონიალზე: "იმპერატორი & ძმები" ლადო ბურდული - ვოკალი გიტარა გიორგი სურგულაძე - ბასი სანი ჟღენტი - დასარტყამი და ჩვენი მეგობარი GoGo Dancers
FEBRUARY 10, 2023
ჩემი მეგობარი სვეტლანა კუნიცინას რეკომენდაციით ამ ბიჭს გიულიას რომელიც უნგრეთიდან იყო ჩამოსული 90 ბში ქართული მოდაზე სტატიის დასაწერად ნიუ იორკული ინტერნეტ გამომცემლობა "MoMA" სთვის მოუყევი და გავაცანი მთელი ალტერნატიული საქართველოს მოდის სცენა რომელიც 90 ბში ჩემს სახლში "ლადოს კიდობანში" ისხამდა ფრთებს და ბოლოში აი ასეთი რამე გამოვიდა. "MoMa" - მსოფლიოში წამყვანი ნიუ იორკული ინტერნეტ პლატფორმაა თანამედროვე ხელოვნების. მადლობა დათო ჩიხლაძეს ლინკის მოწოდებისთვის