MAY 16, 2024
ეს სიმღერა დაიწერა 1989 წელს სოლოლაკის სახლში ჩემს ფანჯრებიდან კი ისმოდა ხმები მთავრობის სასახლის წინ მიტინგის და გამომსვლელების "რუპორში" ხმა. თითქმის მთელმა საქართველოს უახლესმა ისტორიამ ჩემს ფანჯრების წინ ჩაიარა მაჩაბელზე 1989 წ - 9 აპრილის ტრაღედიამ მერე 1991 წ - სამოქალაქო ომმა და გადატრიალებამ ფანჯრებში შემოფრენილმა სნაიპერის ტყვიამ რომლის მთავარი ადრესატიც ვიყავი მე თუ კალაშნიკოვის ტყვიებმა რომელიც ღამე ასე ლამაზად ანათებდა და მერცხლების ხმა ქონდა რაც ასე გაზაფხულს მახსენებდა მე კი 4 კვ აპარატურა მედგა სახლში რამოდენიმე ყუთი ღვინო და ვწერდი სიმღერა "ო ანგელოზოს" დეკემგრის ღამეს ღია ფანჯრებში ბოლო ხმაზე ჩართული აპარატურა, ღვინის ფართო ასორტიმენტი და წინ ეს ომის ღამის შოუ. სიკვდილის წინ პირისპირ გიტარით და ღვინის ბოთლით. მერე ამას მოყვა 1992 წ - აფხაზეთის მარცხი და განგაში "რუსები და ჩეჩნები" თბილისზე მოდიან. თუ ცივილიზაციის დროშით ამ ქვეყანაში დარჩენით და ბოლომდე უკომპრომისო ომით კრიმინალ-ნარკამანებთან თუ ქვეყნის ბნელ გიბრიდულ პოსტ საბჭოთა მენტალიტეტთან მერე 2003 წ - ვარდების რევოლუცია და მიშას მიერ 9 წელი ჩემი დაბლოკვა/იგნორი "ვინც ჩემთან არ არის ის ყველა ჩემი მტერიას" პოლიტიკით და თავისიანების ჩემით შეცვლის მცდელობით 2008 წ - რუსულმა სამხედრო თვითმფრინავები მერე 2012 წ - ბიძინას მიტინგებმა და აშ მერე ვიღაცა მოვა და "უხელებო კაცს თავის ფრჩხილის ტკივილს გაგიხდის მთავარ პრობლემად" და შენც უნდა შეძლო ღიმილით მოსმენა და თავაზიანად თქმა "აუ ეს რა საშინელება დაგმართნია მაგრამ ნუ გეშინია ყველაფერი მაინც კარგად იქნება" მოკლედ ეს სიმღერა კი იყო არის და უფრო იქნება როგორც ყველა დანარჩენი ჩემი შემოქმედება თუ ცხოვრება. ფრაგმენტი ავტობიუგრაფიული წიგნიდან "მენტალური რევოლუცია საქართველოში" მენტალური რევოლუცია საქართველოში 80/90 ქართული ალტერნატიული მუსიკა/მოძრაობის ისტორიის სახელმძღვანელო. https://www.youtube.com/channel/UCehVx1zJmkOMciQFj7g1o-Q თბილისი ანდერგრაუნდი 80/90
MAY 13, 2024
ჩემი როკ'ნ როლ შთამომავლობა დარია + ბარბარე = <3
MAY 4, 2024
ქრისტე აღდგა მკვდრეთით სიკვდილით სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად აღდგა
APRIL 28, 2024
ჟურნალი "ვარსკვლავები" 1999 წ მენტალური რევოლუცია საქართველოში 80/90 ქართული ალტერნატიული მუსიკა/მოძრაობის ისტორიის სახელმძღვანელო. https://www.youtube.com/channel/UCehVx1zJmkOMciQFj7g1o-Q თბილისი ანდერგრაუნდი 80/90
APRIL 27, 2024
უცნაურია მაგრამ ძაან შთამბეჭდავი 59 წლის ასაკში ახლიდან აღმოჩენა საქართველოს კონკრეტულ შემთხვევაში კოლხეთის უძველესი და უნიკალური ისტორიის. ეს სხვა სამყაროა. ისევ დიდი და უღრმესი მადლობა ქ-ნ მარი დევიძეს ამ უნიკალური და ემოციებით აღსავსე მასპინძლობისთვის და ჩვენს გიდს ბ-ნ მიხეილს
APRIL 26, 2024
მე და წყალტუბოელი ელვისა მთელი ჩემი ოჯახის სახელით დიდი მადლობა ქ-ნ მარი დევიძეს ამ ლამაზი ემოციებისთვის წყალტუბო სანატორიუმი "ლეჯენდ"