APRIL 18, 2026
APRIL 12, 2026
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი! ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! <3
APRIL 4, 2026
5 თვის მერე როგორც იქნა აღდგა ეზოში დილის ყავის პროცედურა. საგაზაფხულო სამუშაოები დიდი და მძიმე ზამთრის მერე დასრულებულია. და პლიუს ხვალ კათოლიკურ აღდგომაზე პირველ სტუმრებს ველით დაიანას ოჯახს და ნათესაობას ჩვენი საკონცერტო ჰოლიც და ბარიც ამუშავდება. იაჰუუუუ 4.04.26 ლონგ აილენდი ნორდპორტი
MARCH 30, 2026
დღეს პრემიერაა დაიანას ძმის რობერტის სერიალის "შენი მეგობრები და მეზობლები" ველოდებით ტაქსს და 3 საათში წითელ ხალიჩიდან დაგიბრუნდებით.
MARCH 29, 2026
ჩვენი მორიგი ვიქენდის ისტორიები დაიწყო პაბებით და დასრულდა ჯოან ოზბორნის კონცერტით რომელზეც ყველა ჭაღარა 90ნელები ვიჯექით და პირველად მივხვდი რას ნიშნავს ფრაზა "გედის ბოლო სიღერა" ამ დარბაზის მენეჯერი კი სუზის ძმაკაცია ვინც დაგვპატიჟა და შემომთავაზა მოდი შენი კონცერტი ჩავატაროთ ჩვენთანო.. არ ვიცი ამხელა დარბაზი ჯოან ოზბორმა ვერ გაავსო და მე.. ამ თავის თავი რო გაჭირვებია ქართველების იმედათ..
MARCH 21, 2026
ლონგ აილენდიდან უყურებდი საქართველოში ჩემი პატრიარქის პანაშვიდს მობილურში ბუხრის მაგიური ცეცხლის წინ და ვისკის სიყვარულში დაიანას ჩაეძინა ჩემს მუხლებზე მე კი უცებ რატომღაც ეს ჩემი ცხოვრების ერთ ერთი ყველაზე საბედისწერო და უცნაური ეპიზოდი გამახსენდა. ბერლინიდან ჩამოვედი 1992 წლის სექტემბერი იყო ნიკ ქეივი გუტრუნ გუტი ბარბარა მორგენშტაინის და ლიდია ლანჩის ივენთების და ამის მნახველი ბერლინში გაოგნებული შალვა ხახანაშვილის და ქეთი ჩაჩიბაიას სიტყვების "აქედან იქ როგორ მიდიხარ გიჟი ხარ?"- ს მერე.. აქ მართლა სხვა მკვლელი რეალობა დამხვდა. აფხაზეთი დავკარგეთ მტერი თბილისზე მოდის მე და თეჯიკო ვართ სახლში მარტო ჩავრთე ტვ და ტელევიზორში ის ფილმი ვნახე პირველად მამაჩემს რო მოკლავენ მაგრამ დროშას რო ვერ ართმევენ ლეკები.. მერე გარეთ გავედი ინსტიქტურად ჰაერი არ მყოფნიდა ძლიერი კულტურული შოკის გარდა იყო სტრესი ჯოჯოხეთური და მომესმა უცებ ქაშვეთიდან "ჩემო კარგო ქვეყანა"- ს მღეროდა რომელიღაც ვაჟთა გუნდი არაჩვეულებრივი სევდით და სასწაული ხმით რო დაუგდე ყური ეს იყო ციდან მომღრალი ანგელოზები ირგვლივ ღვთიური სითბო და ნათელი იდგა და ავივსე რწმენით იმედით და სიხარულით ეს იყო ნიშანი რომ საქართველოს ვერასდროს ვერავინ ვერ მოერევა. საქართველო გავს ნაძვს დიდთოვლობის დროს რო შეგაშინებს არ გადატყდესო მერე კი უცებ პატარა ნიავზე დაიბერტყავს ზამთრის თოვლს და ისევ წიწკვივთ ხდება ძველებურად ეშხიანი და ლამაზი. <3 P.S. და ეს სწორედ ეგ დროა წიბახა შეგვხდა ქუჩაში ირაკლის რომ ველაპარაკებოდი რო ჩემთან კლავიშებზე დაკვრას ჯობია შენი საკუთარი ალბომის შექმნაში დაგეხმარებითქო და ასე შეიქმნა ჩემი და ჩემი ჯგუფი "რეცეპტი"- ს დახმარებით ალბომი "სვან სონგი" 1993 წელს სოლოლაკი თავისუფლების მოედანი სექტემბერი 1992 წ. ფოტო: წიბახასი